საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა. საპრეზენტაციო ვიდეო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა განათავსა. ეროვნული გუნდი აღნიშნული მაისურით ივნისის ამხანაგურ მატჩებში ითამაშებს.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები ფარერის კუნძულებს 5 ივნისს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს, ხოლო ქუთაისში კაბო ვერდეს 8 ივნისს შეხვდება.