პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

12 ივლისი 2023, 18:44 940 ნახვა

რამდენიმე დღიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტმა, მეორე მოსმენით, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მიიღო.

მუხლობრივი განხილვის შემდეგ, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტს 79 ხმით დაუჭირეს მხარი. 6-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. საკანონმდებლო პაკეტი 46 კანონპროექტისგან შედგება.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს, არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სამსახურს, შემოაქვს სამხედროებისათვის სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები და ქმნის თავდაცვის ორგანიზებისა და ნატო-სთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებს. „თავდაცვის კოდექსი“ რამდენიმე წელია, მუშავდება. კოდექსი ჩვენი უწყებისთვის შვილივით გახდა. მის შემუშავებაში უდიდესი შრომაა ჩადებული – ეს ის არ არის, რომ კანონი უბრალოდ დაიწერა. ვინც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გაძლიერებას გულშემატკივრობს მაქსიმალურად იყო ჩართული“, – განაცხადა გიორგაძემ.

პარლამენტი ცვლილებებს მესამე მოსმენით სექტემბერში დაამტკიცებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში