ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს

13 მაისი 2022, 14:15 916 ნახვა

ევროკავშირი დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის. აღნიშნულის შესახებ განცხადება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ჟოზეფ ბორელის თქმით, გამოყოფილი თანხა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების შეძენას მოხმარდება, როგორიცაა ტანკები და არტილერია.

მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი თანხა უკვე ორ მილიარდ ევროს აღწევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში