13-14 მაისს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

13 მაისი 2022, 12:58 1257 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 მაისს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

15 მაისს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა წამოწვიმოს, ხოლო 16 მაისს გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მოსალოდნელია შედარებით გრილი, წვიმიანი და ქარიანი ამინდი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი