ეროვნული თანხმობის პროცესი - შეხვედრა  

13 მაისი 2022, 11:51 838 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, ევროინტეგრაციის ჭრილში ამ წუთებში შეხვედრას იწყებს სტუდენტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ამჯერად აუდიენცია ქუთაისის დრამატული თეატრის შენობაშია დაგეგმილი. 

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი დეკემბრის თვეში დაიწყო, პრეზიდენტმა გამართა არაერთი შეხვედრა.

პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი