გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია

13 მაისი 2022, 10:00 446 ნახვა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსული ჯარების მხრიდან ძალადობის ბრალდებებზე გამოძიებას  ითვალისწინებს. ინფორმაციას სკაი ნიუსი-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინული მხარე ამტკიცებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ასობით ეჭვმიტანილი სამხედრო დამნაშავე გამოავლინეს. ასევე გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ბოლო მონაცემებით, უკრაინაში  რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ამასთან, ჯამში 8 მილიონზე მეტი მოქალაქე, თითქმის ყოველი მეხუთე, ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი