რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა უკრაინისთვის 40 მილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტი დაბლოკა.
პოლმა მოითხოვა დახმარების შესახებ კანონპროექტში შეიტანონ ნორმა სპეციალური საზედამხედველო ორგანოს შექმნის შესახებ, რომელიც თანხის გამოყენებას გააკონტროლებს.
სენატორის ამ ნაბიჯის გამო უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის კანონპროექტის კენჭისყრა შემდეგ კვირაში შედგება.