ფინეთი და შვედეთი ნატოს კარზე. ორივე ქვეყანა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე თანახმაა, რასაც დადებითად ხვდება ალიანსი და გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს მიაჩნია, რომ „ნატო“-ში გაწევრიანება გააძლიერებს როგორც თავად ქვეყნების ისე „ნატო“-ს უსაფრთხოებას. განაცხადი პირველმა უკვე გააკეთა ფინეთმა, რასაც რამდენიმე დღეში გეგმავს შვედეთი. ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. თანხმობის მიცემის შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი იწვევს კანდიდატ ქვეყანას ნატოში გასაწევრიანებლად. აღსანიშნავია, რომ 8 აპრილს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე არ იქნებოდა,მაგრამ დღეს უკვე ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით ოფიციალური მოსკოვი უკვე გამოეხმაურა. ისევ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ფინეთის ნატოში შესვლა რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.