საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი, რომ მიაღწიოს წინსვლას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე - ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი

12 მაისი 2022, 17:01 768 ნახვა

საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია, ის არის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, კლუბის წევრი, რაც გულისხმობს პარტნიორების შერჩეულ რაოდენობას, რომელთაც მეტი წვდომა აქვთ ნატო-სთან პრაქტიკულ თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.

„საქართველოს ასევე აქვს უნიკალური პაკეტი სახელწოდებით „საქართველოს არსებითი პაკეტი“, რომელიც არც ერთ სხვა პარტნიორს არ აქვს ნატო-სთან, ის ყოველდღიურ დახმარებას უწევს ქვეყანას საქართველოში მყოფი მრჩევლების მეშვეობით, ასევე იმ მრჩევლების მეშვეობით, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ საქართველოს, რათა დაეხმარონ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფისისა და სხვა ინსტიტუტების რეფორმირებაში.

გარდა ამისა, ადგილზე გვაქვს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარების თანამშრომლობას. ასე რომ საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი ნატო-სთან, რათა მიაღწიოს წინსვლას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ასევე იმ პროცესში, რომ გაძლიერდეს და უკეთ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა“, – განაცხადა ვინიკოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი