ფინეთმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო

12 მაისი 2022, 15:07 580 ნახვა

ფინეთმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. ერთობლივი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება ფინეთმა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღო.

„ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს. ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ეროვნული ნაბიჯები სწრაფად გადაიდგმება მომდევნო პერიოდში"-აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ​ფინეთის ნატო-ში შესვლა რუსეთის მხრიდან მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების შემუშავებას გამოიწვევს.

პესკოვის თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, მომავალში როგორ იქნება ნატო-ს გაფართოების პროცესი გამოხატული.

„პრეზიდენტისა და მთავარსარდლის ამჟამინდელი ინსტრუქციაა, რომ შემუშავდეს ზომების სია ჩვენი დასავლეთ ფლანგების გასაძლიერებლად, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ანუ ნატო მოძრაობს ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გახდება ელემენტები სპციალური ანალიზისა და აუცილებელი ღონისძიებების შესამუშავებლად, რათა დაბალანსდეს სიტუაცია და ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, – აღნიშნა პესკოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში