საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში "ბათუმი" "ქუთაისთან" დაწყვილდა. ხვალ ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსნებთ, რომ “ქუთაისი" 36 ქულით რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ხოლო "ბათუმმა" 31 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.
მეოთხედინალში ბუბა ბერიშვილის გუნდმა ვერა 3:0 დაამარცხა და ნახევარფინალში ჩემპიონ ქუთაისს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალის საგზური რუსთავის ძლევით მოიპოვა.