ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა - დაშავდა ორი პირი

11 მაისი 2022, 23:32 4073 ნახვა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომობილში 7 პირი იმყოფებოდა, აქედან ორი დაშავდა. 5 წლის მოზარდი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის "იაშვილის დედათა და ბავშვთა სახელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში" გადაიყვანა.

როგორც ბათუმის, მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალში აცხადებენ, მოზარდი გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული, მიმდინარეობს კვლევები და მონიტორინგი. მათივე ინფორმაციით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები არ აქვს.

რაც შეეხება, მეორე დაშავებულ პირს, ის ქობულეთის "ევექსის ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მას დამატებითი კვლევები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში