მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად საქართველოში ტურიზმის აღდგენის საკმაოდ პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, აღნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, 2019 წლის მონაცემების ფონზე ტურისტულ ვიზიტები 52%ით, ხოლო შემოსავლების აღდგენის დინამიკა 70% ზე მეტით არის გაზრდილი. ასევე საუბარია, რიმ მიმდინარე ზაფხულის სეზონის პერიოდში პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებიდან, საკმაოდ მაღალი სიხშირით განხორციელდება.