რუსეთს ევროპაში ომი არ სურს - სერგეი ლავროვი 

11 მაისი 2022, 17:13 728 ნახვა

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს ევროპაში ომი არ სურს, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის დამარცხებაზე საუბრობენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში „რუსული სპეცოპერაციის“ დასრულება შეაჩერებს დასავლეთის მცდელობებს, შეარყიოს საერთაშორისო სამართალი და ხელი შეუწყოს ერთპოლუსიან სამყაროს. 

„თქვენ ევროპაში ომის პერსპექტივა თუ გაწუხებთ, ჩვენ ეს საერთოდ არ გვსურს, მაგრამ თქვენს ყურადღებას გადავიტან იმ ფაქტზე, რომ სწორედ დასავლეთია, რომელიც მუდმივად ამტკიცებს, რომ რუსეთი ამ სიტუაციაში უნდა დამარცხდეს. დასკვნები თავად გამოიტანეთ.

ჩვენი სამხედრო ოპერაციის დასრულება დასავლეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის შელახვის, გაერო-ს წესდების პრინციპების იგნორირებისა და უხეშად დარღვევის მცდელობების შეჩერებას შეუწყობს ხელს და აიძულებს მათ, შეწყვიტოს ეგრეთ წოდებული ერთპოლუსიანი სამყარო, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების დომინირება“, – განაცხადა ლავროვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი