ლუგანსკის რაიონში გასული დღის განმავლობაში რუსებმა 15-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი საცხოვრებელ უბნებს, დაიბომბა გორნის რეგიონული პანსიონიც. ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.
სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა დაარტყეს სკოლა-ინტერნატის შენობას, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ.
მისივე განცხადებით, საბედნიეროდ, სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია წინასწარ განხორციელდა.
გაიადაის განმარტებით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ოლქის საცხოვრებელ უბნებსა და ინფრასტრუქტურას ცეცხლი 15-ჯერ გაუხსნეს, რის შედეგადაც სევეროდონეცკში მაგისტრალური გაზსადენიც დაზიანდა.