დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი.
ერთ კვირაში გამოჯანმრთელდა 984 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 112 564 კვლევა ტესტით, მათ შორის 101 045 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 519 PCR ტესტით.
7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.66%.
უწყების ცნობით, ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი