გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-13 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი იქნება.
მათივე განცხადებით, 14 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +23, +28 გრადუსამდე გათბება.