მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის საჰაერო ნაწილი უამინდობის გამო გაუქმდა - პესკოვი

09 მაისი 2022, 13:27 862 ნახვა

მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა ''რია ნოვოსტის“ განუცხადა. დმიტრი პესკოვმა მიზეზად ამინდი დაასახელა. 

ცერემონიაზე, მოსკოვის წითელ მოედანზე, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 77 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 77 თვითმფრინავი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.

ჩატარდა მხოლოდ სახმელეთო აღლუმი. სიტყვით გამოვიდა ვლადიმირ პუტინი.

მისი თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში დონბასელი ხალხისთვის იბრძვიან. 

''რუსეთმა წინმსწრები პასუხი გასცა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაყწვეტილება. ეს იყო ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება. დღეს, დონბასელი მებრძოლები რუსეთის არმიასთან ერთად, საკუთარ მიწაზე იბრძვიან. ახლა მოგმართავთ თქვენ, შეიარაღებულ ძალებს და დონბასელ მებრძოლებს – თქვენ იბრძვით სამშობლოსა და მომავლისთვის, რომ არავინ არასდროს დაივიწყოს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები, რომ მსოფლიოში არ იყოს ნაცისტების და ჯალათების ადგილი“, – განაცხადა პუტინმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი