ოლაფ შოლცი - “უკრაინა გადარჩება, თავისუფლება და უსაფრთხოება გაიმარჯვებს”

09 მაისი 2022, 10:54 807 ნახვა

“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა. ოლაფ შოლცმა გერმანელ ხალხს მიმართა, რომ „შიშმა არ უნდა წაართვას ხალხს მოძრაობის უნარი“, განაცხადა, რომ „ღრმად არის დარწმუნებული“, რომ რუსეთის პრეზიდენტი ომს ვერ მოიგებს.

"უკრაინა გადარჩება”,- განაცხადა მან და დასძინა: რომ  „თავისუფლება და უსაფრთხოება გაიმარჯვებს - ისევე როგორც თავისუფლებამ და უსაფრთხოებამ გაიმარჯვა თავისუფლების ნაკლებობაზე, ძალადობასა და დიქტატურაზე, 77 წლის წინ",- აღნიშნა მან და რუსეთის შეჭრას უკრაინაში "ბარბაროსული" უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში