ანსამბლ “ბათუმის” ხელმძღვანელის იუბილე

09 მაისი 2022, 14:09 635 ნახვა

ანსამბლ “ბათუმის” ხელმძღვანელს და დამფუძნებელ თემურ დოლიძეს 70 წელი შეუსრულდა. მომღერალს აჭარის განათლების სამინისტრომ სპეციალური ჯილდო გადასცა. მას ქართული მრავალხმიანი სიმღერის პოპულარიზაციისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი, რომელიც 31 წლისაა 14 წევრისგან შედგება და უახლოეს მომავალში ბავშვთა ანსაბლის ჩამოყალიბებაც გეგმავს, მანამდე კი 24 მაისს ანსამბლი „ბათუმი“ პოლონეთში მიემგზავრება, სადაც უკრაინიდან დევნილი მოსახლეობისთვის კონცერტებს გამართავენ.

ანსამბლი „ბათუმი „ საქართველოს ყველა კუთხის 150-ზე მეტ ხალხურ სიმღერას ასრულებს, ასევე მათ მრავალფეროვან რეპერტუარშია ქალაქური და კლასიკური სიმღერები,  ასევე 40 საეკლესიო საგალობელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი