მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი - იენს სტონტელბერგი

09 მაისი 2022, 11:34 800 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი უკრაინაში.

„მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს კიდევ ერთხელ 9 მაისს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას ისარგებლოს თავდაცვის უფლებით,'' - განუცხადა სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი