მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის  თავი გაწირეს - პრემიერი 

09 მაისი 2022, 11:28 947 ნახვა

მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს ჩვენი მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში იმყოფებოდა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

''მე მინდა ჩვენს გმირ ვეტერანებს, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, 9 მაისი. ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავი. 

მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში და მოგეხსენებათ ქართველებს გვაქვს დიდი დამსახურება ამ ომში გამარჯვების.

რა თქმა უნდა მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს ჩვენი მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ქართველების ძალიან დიდი დამსახურება გამარჯვებაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი