70 დღეზე მეტია ომია უკრაინაში. ისევ იბომბება ქალაქები, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ისევ ცხელ წერტილად რჩება მარიუპოლი, აზოვის მებრძოლები მარიუპოლის დატოვებას არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ იციან წინ მძიმე ბრძოლები ელოდებათ.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ემზადება მოლაპარაკებისთვის დიდი შვიდიანის ქვეყნების ლიდერებთან, უკრაინის რუსეთთან ომის სტატუსის თაობაზე.