ომი უკრაინაში - 74-ე დღე

08 მაისი 2022, 14:22 1137 ნახვა

ლუგანსკში, რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, რასაც 11 და 15 წლის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინული მედია, ლუგანსკის სამხედრო სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლუგანსკის ოლქში, ბელგოროვკას სკოლაზე რუსი ოკუპანტების ავიაიერიშს კი 60 ადამიანი ემსხვერპლა.  სკოლას თავს 90 ადამიანი აფარებდა, რომელთა ევაკუაციაც ვერ მოასწრეს. გაიდაის თქმით, ოკუპანტების მიერ დაბომბვების შედეგად, ადამიანებს აღარ დარჩათ თავშესაფარი. აფეთქებების ხმა ისმის მიკოლაევის ოლქშიც. რუსულმა არმიამ 10 საკრუიზო რაკეტა ესროლა საპორტო ქალაქ ოდესას, დაიბომბა ოდესის აეროპორტიც, რომლის საფრენი ბილიკიც უკვე მეორედ დაზიანდა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ხერსონის რაიონში იმდენი რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკვდება, რამდენიც საჭირო იქნება მთელი რეგიონის ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის, პავლო კოვალჩუკის განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის დამცველებმა მტრის ცხრა შეტევა მოიგერიეს.

ამასთან გენშტაბის ინფორმაციით, არსებობს მაღალი საფრთხე, რომ ოკუპანტებმა უკრაინაში დასახლებულ პუნქტებზე იერიში ბელარუსის ტერიტორიიდან მიიტანონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი