პუტინის მილოცვა ოკუპირებულ აფხაზეთს, ცხინვალს და "ხალხს საქართველოდან" 

08 მაისი 2022, 14:21 793 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა იმ ქვეყნების ლიდერებსა და მოქალაქეებს, რომლებიც უწინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ, აგრეთვე უკრაინის სეპარატისტული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის", და საქართველოს სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის ლიდერებს და მოქალაქეებს - თუმცა, საკუთრივ უკრაინის და საქართველოს შემთხვევაში, მისი მილოცვა მხოლოდ ამ ქვეყნების მოქალაქეებს მიემართება".

მისალოც დეპეშებში პუტინი აღნიშნავს: "დღეს ჩვენი სამხედროები, მათი წინაპრებივით, მხარდამხარ იბრძვიან მშობლიური მიწის გასათავისუფლებლად ნაცისტური ჭუჭყისგან და გამოთქვამენ რწმენას, რომ როგორც 1945 წელს, გამარჯვება ჩვენი იქნება" - წერს კრემლის პრესსამსახური. ამ წყაროს თანახმად, უკრაინის მოსახლეობას პუტინი უსურვებს "მშვიდობიან და სამართლიან მომავალს".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი