ომი უკრაინაში - 74-ე დღე

08 მაისი 2022, 12:06 1032 ნახვა

70 დღეზე მეტია ომია უკრაინაში. ისევ იბომბება ქალაქები, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. უკრაინის სოფელ ბელოგოროვკაში რუსმა სამხედროებმა  სკოლა დაბომბეს,  რომელსაც 90 ადამიანი აფარებდა თავს. 

ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ისევ რჩება აზოვსტალი, საიდანაც ბავშვების ქალებისა და მოხუცების ევაკუაცია განხორციელდა, ახლა ტერიტორიიდან  დაჭრილები და მედიკოსები უნდა გაიყვანონ.

„მხოლოდ შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას შეუძლია შეაჩეროს ეს არაადამიანური თავდასხმა“-აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში