სპეცოპერაცია ვარკეთილში - ბრალის წარდგენა

08 მაისი 2022, 10:28 824 ნახვა

გუშინ ვერკეთილში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ 2 პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. გამოძიებით დადგინდა, რომ მართვის უფლების არმქონე ერთ-ერთი პირი მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან  ერთად მიიმალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსი  დაზიანდა.

ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბრალდებული შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში დააკავეს.

მასთან ერთად, ასევე დაკავებულია მეორე პირი, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი