კანონპროექტის შესაძლო ინიცირებასთან დაკავშირებით პირველი შეფასებები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიციაში აზრი კვლავაც ორად გაიყო, ნაწილი აცხადებს, რომ მთავარია ფუნქციონირება დაიწყოს ბათუმში საკრებულომ და ეს სამართლებრივადაც იყოს დალაგებული, ოპოზიციის მეორე ფლანგი კი ქართული ოცნების მხრიდან კანონპროექტის საკუთარ თავზე მორგების მცდელობას ხედავს. რაც შეეხება უმრავლესობას, აცხადებენ, რომ ჯერ კანონპროექტი არ უნახავთ, თუმცა თანხმდებინ იმაზე, რომ საკრებულოს ფუნქციონირება მოქალაქეების კეთილდღეობისთვის აუცილებელია და არ უნდა მიეცეს დესტრუქციულ ძალებს მისი ბოიკოტირების შესაძლებლობა, უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნება კანონპროექტს ხმას დაუჭერს.