''დინამო'' ბათუმი საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული კლუბია

06 მაისი 2022, 11:21 1049 ნახვა

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო ტრანსფერმარკეტმა საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.

პირველ ადგილზე ისევ ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც 1 მილიონი ევროთი გაიაფდა და მისი ფასი 15 მილიონი ევროა.

მეორე პოზიციას „დინამო ბათუმის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი იკავებს. რომელიც 2 მილიონ ევროდაა შეფასებული, რაც მის წინა ფასზე 500 000-ით ნაკლებია.

მესამეა დინამო ბათუმის მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი, რომელიც ერთი მილიონ ორასი ათას ევროდაა შეფასებული. 20 წლის უკანახაზელის ღირებულებამ 200 000 ევროთი მოიმატა.

„დინამო ბათუმის“ მოთამაშეთა ტრიოს შემდეგ, სოლომონ კვირკველიას ვხედავთ, რომელიც 1 მილიონ ევროდაა შეფასებული.

„გაგრას“ მოთამაშის სატრანსფერო ღირებულებამ 500 000-ით დაიკლო, ხუთეულს კი ასევე ბათუმელი ფლამარიონი ასრულებს.

ბრაზილიელის ფასი 800 000 ევროა და მისი ღირებულება 250 000-ით გაიზარდა.

საინტერესოა, რომ ყველაზე ძვირადღირებული კლუბი „დინამო ბათუმი“ გახლავთ, რომლის ფეხბურთელთა საერთო ფასიც 25.7 მილიონი ევროა.

მეორე ადგილს „დინამო თბილისი“ იკავებს - 6.63 მილიონი ევრო, მესამე კი „დილა გორი“ გახლავთ - 4.96 მილიონი ევრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი