ერთი ნაბიჯი ნახევარფინალამდე

05 მაისი 2022, 13:02 689 ნახვა

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მატჩი გაიმართა ვერასა და ბათუმს შორის.

შეგახსენებთ, რომ პირველი ორი მატჩი, რომელიც ბათუმში ჩატარდა, მასპინძლებმა საგრძნობი უპირატესობით გაიმარჯვეს.

ბუბა ბერიშვილის გუნდს ნახევარფინალში გასასვლელად მხოლოდ ერთი მოგება სჭირდება. მისი სავარაუდო მეტოქე კი რეგულარულის ჩემპიონი ქუთაისი იქნება, რომელიც რუსთავს სერიას 2:0-ს უგებს.

ვერასა და ბათუმის დაპირისპირება დღეს16:00 საათზე დაიწყება, დღესვე რუსთავი ქუთაისს 18:00 საათზე უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში