ფინეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. „საფრენი აპარატის ტიპი არის Mi-17 ვერტმფრენი, სავარაუდო დარღვევის სიღრმე კი დაახლოებით ოთხიდან ხუთ კილომეტრამდეა“,- განუცხადა სააგენტო „ფრანს-პრესს“ სამინისტროს პრესსპიკერმა.
მათივე თქმით, შემთხვევა ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 10:40 საათზე მოხდა. რუსეთმა ფინეთის საჰაერო სივრცე წელს მეორედ დაარღვია.