საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან-აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

05 მაისი 2022, 12:02 682 ნახვა

საქართველო და მოლდოვა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულები ვართ და ამ ერთგულებას სხვადასხვა გზით წარმოვაჩენთ, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ქართულ მხარესთან რაიმე მოლაპარაკებები რეგიონში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, ნედ პრაისმა უპასუხა, რომ ვაშინგტონი ყოველთვის კავშირზეა რეგიონში თავის პარტნიორებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი