უკრაინაში დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა

05 მაისი 2022, 10:14 598 ნახვა

უკრაინაში, იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ახლობლებზე და ტელეარხ "უკრაინა 24"- ზე დაყრდნობით ავრცელებს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ტელეკომპანიებში „უკრაინა“ და „უკრაინა 24“.

2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ალექსანდრ მახოვი ფრონტზე საბრძოლველად წავიდა. გვიან ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ ალექსანდრ მახოვის სიკვდილის გამო რუსეთი პასუხს აგებს და უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი