70 დღიანი ომით შეძრწუნებული მსოფლიო. ადამიანების მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკე და ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციები ოფიციალურ კრემლს. ვიდრე დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე რუსეთი ფასს გადაიხდის, ომს ყოველდღიურად ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ევროკავშირი ათანხმებს სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც მაღალი რანგის ოფიცრებსა და რიგით ადამიანებს შეეხება. ბრიუსელი წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის შეჩერებასაც გეგმავს.