ტრენინგი განთავსებისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის

04 მაისი 2022, 13:58 871 ნახვა

ტურისტულ სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით  ტრენინგები უტარდებათ აჭარაში განთავსების  ობიექტებისა და  დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს.

ტრენინგის  მონაწილეები დასუფთავების სამსახურის მმართველი რგოლისა და სამრეცხაოს ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს ეცნობიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას  დამწყები გიდებისთვისაც ატარებს.  

სემინარები, ტრენინგები, მასტერკლასები წლის ბოლომდე, საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვისაც იგეგმება

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში