კომპანია „IDS ბორჯომში“ დასაქმებულების აქცია

04 მაისი 2022, 15:00 962 ნახვა

კომპანია ''ბორჯომში'' დასაქმებულები  მენეჯმენტის  მხრიდან შეთავაზებული ახალი კონტრაქტის პირობებს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ შეცვლილი  პირობები შექმნილ კრიზისულ ვითარებაზეა  მორგებული, შემცირებულია ტარიფი და არ აქვთ გარანტია, რომ სამომავლოდ ანაზღაურების ძველ პირობებს დაუბრუნდებიან. ისინი ხელს ახალ კონტრაქტებს მხოლოდ იმ პირობით მოაწერენ თუ ექნებათ ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში ძველ ანაზღაურებაზე დაბრუნების პირობა.

სწორედ ამიტომ ითხოვენ მენეჯმენტთან შეხვედრას, ასევე ითხოვენ აუდიენციას პრემიერ-მინისტრთან  და ეკონომიკურ  გუნდთან,  რათა  გაიგონ რა გეგმა აქვს  ხელისუფლებას  ბორჯომთან  დაკავშირებით.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით ბორჯომის საკითხზე ხელისუფლება აქტიურად მუშაობს. მოლაპარაკებების დეტალები კი  ჯერ არ საჯაროვდება.   

აი-დი-ეს ბორჯომმა წარმოება სანქციების გამო დროებით შეაჩერა.  მიზეზი კი ისაა, რომ  ბორჯომის 60 პროცენტს რუსული ‘’ალფა ჯგუფი’’ ფლობს, რომლის დამფუძნებელიც სანქცირებული ოლიგარქი  მიხაილ ფრიდმანია

კომპანიაში განაცხადეს რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია მძიმე ვითარებაშია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში