პოდოლიაკი: საქართველოს მთავრობის პოზიცია უპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას

04 მაისი 2022, 11:16 939 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროს მრჩეველს მიაჩნია, რომ  საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს  მკაფიო პოზიციებს, როგორიც აქვს დასავლეთს და აშშ-ს. მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას უპირისპირდება.

"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში  მიხაილო პოდოლიაკმა ისაუბრა დაზვერვის განცხადებასთან დაკავშირებითაც, რომელიც რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლას ეხება და ამ კონტექსტში  მან საქართველოც ახსენა.

ამის გარდა,  უკრაინელმა მაღალჩინოსანმა  ქართველი ხალხის სოლიდარობასაც   გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობისგან იგრძნობა ნამდვილი  მხარდაჭერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი