რუსეთი თავისი დამპყრობლური ამბიციებით უკრაინაზე არ გაჩერდება. ამიტომ, სხვა ქვეყნები უკვე უნდა მოემზადონ პუტინის მოახლოებული თავდასხმისთვის, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განაცხადა.
ალექსეი დანილოვის თქმით, ასეთი დასკვნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მორიგი განცხადების შემდეგ გააკეთა.
კერძოდ, დანილოვმა აღნიშნა, რომ საუბარია მოლდოვასა და ყაზახეთზე.