უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

03 მაისი 2022, 10:14 533 ნახვა

უკრაინის  თავდაცვის 68-ე დღე იწურება, რუსეთის თვითგანადგურების 68-ე დღე - ამბობს ვოლოდიმირ ზელესნკი. იგი დღის შემაჯამებელ ვიდეო მიმართვაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ ისრაელთან დაკავშირებულ კომენტარს გამოეხმაურა.

ზელენსკის თქმით, ლავროვის ეს სიტყვები ნიშნავს, რომ ნაცისტურ დანაშაულებებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ებრაელ ხალხს ადანაშაულებს. მისი თქმით, ლავროვის განცხადებები შემთხვევითი არ არის. 

ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერესდება, დარჩება თუ არა ისრაელის ელჩი მოსკოვში და შეინარჩუნებს თუ არა ისრაელი მოსკოვთან დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ყველაზე დიდი ანტისემიტები, თითქოს ებრაელები იყვნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი