მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს.
რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა თუმცა დაანონსებული აქციები შედეგს ვერ გამოიღებს.
დაანონსებული საპროტესტო აქციები უმნიშვნელოა უმრავლესობისთვის, სადაც აცხადებენ რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად კონტროლდება პენიტენციური დაწესებულების მიერ, ფსიქოლოგიური მდგომარეობასთან დაკავშირებით კი თქვეს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და მათი თქმით, პატიმრების უმრავლესობა მსგავს განცდებშია.