მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორად გაიყო და მეორე ნაწილი რეალურ სივრცეში გასვლას გულისხმობს.
აღმოჩნდა რომ მარშრუტზე, რომელსაც გამოცდის პრეტენდენტი გადის სასწავლო სვლა ისევ აკრძალული იქნება.
მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ გზის იმ მონაკვეთებს, სადაც ავტოსკოლების ინსტრუქტორებს სწავლება შეეძლებათ, თითოეული მუნიციპალიტეტი თავად დაადგენს. პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი 25 აპრილიდან გახდა.
ბათუმში საგამოცდო მარშრუტად შარტავას, ლუკა ასათიანის, ჭავჭავაძის და პუშკინის ქუჩები განისაზღვრა.
თეორიული ნაწილის წარმატებით ჩაბარების შემდეგ პრაქტიკული ნაწილისთვის ვადა ერთ წლამდე გაიზარდა.