მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს - მარიუპოლის მერის მრჩეველი

02 მაისი 2022, 11:42 755 ნახვა

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის მერის მრჩეველზე, პეტრო ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი ინფორმაციით, ავტობუსები მარიუპოლიდან გაემგზავრნენ. წინასწარი შეთანხმებით, ავტობუსები მოსახლეობას სოფელ მანგუშსა და ბერდიანსკში აიყვანენ. ნებადართულია კოლონასთან საკუთარი ტრანსპორტით შეერთება.

ვიმედოვნებთ, მარიუპოლის ათასობით მკვიდრი, რომელიც მარიუპოლიდან ზაპოროჟიესკენ მიმავალ გზაზეა ჩარჩენილი, დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილით ზაპოროჟიეში მოხვდებიან“, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია კვირისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ „უსაფრთხოების მიზეზების“ გამო ვერ განხორციელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში