43-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. 4-კვირიანი პროგრამა შეყოვნების, ბლოკირებისა და რეიდის ფაზებს მოიცავდა.
აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომლის საბრძოლო მზადყოფნა შეფასდა. შეფასების პროგრამა სამ ეტაპს მოიცავდა - საშტაბო-სამეთაურო, საველე და საბრძოლო სროლების სწავლება.
წვრთნებს პროგრამის ფარგლებში მომზადებული ცხრავე ქვეითი ბატალიონი გაივლის.