მეწარმე ქალების დაფინანსება - უმაღლესმა საბჭომ პეტიცია განიხილა

02 მაისი 2022, 14:35 1028 ნახვა

ქალი მეწარმეების დაფინანსების მოთხოვნით აჭარის უმაღლეს საბჭოში მოქალაქეების პეტიცია დარეგისტრირდა. საფინანსო - საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტზე მოთხოვნა განიხილეს და მხარი დაუჭირეს. შეხვედრაზე პეტიციის ავტორმა შუახევში ქალთა  მოთხოვნებზე ისაუბრა.

შეხვედრას იუვენდიპის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც პროგრამის ინიციატორებს საინფორმაციო შეხვედრები შესთავაზა.

ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა სამი წლის წინ ამოქმედდა შუახევის მუნიციპალიტეტში და მაშინ დაფინანსება 3 000 ლარს მოიცავდა, ამჯერად პროექტის განხორციელების შემთხვევაში უნდა გაიზარდოს დაფინანსება და პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობაც.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი