მოსკოვი ხელოვნურად არ დაარეგულირებს უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის 9 მაისამდე დასრულების ვადებს - სერგეი ლავროვი 

02 მაისი 2022, 10:13 3023 ნახვა

მოსკოვი ხელოვნურად არ დაარეგულირებს უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის 9 მაისამდე დასრულების ვადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ლავროვის თქმით, ოპერაციის მიზანია უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციისთვის „შეტევითი იარაღისა და ნაციზმთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხის“ განეიტრალება.

ლავროვის თქმით, რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნეონაცისტური ფორმირებების წევრებს უბრძანოს, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებსაც ისინი აკავებენ და შეწყვიტონ წინააღმდეგობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი