შესაძლოა რუსეთის გენშტაბის უფროსი დაიჭრა

01 მაისი 2022, 14:56 1192 ნახვა

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  უფროსის ვალერი გერასიმოვის დაჭრის შესახებ ფეისბუქში სამხედრო ჟურნალისტი და ბლოგერი ალექსანდრე შულმანი  იუწყება.  ტელეგრამ-არხის ინსაიდერ უკრაინას ინფორმაციით, 30 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზიუმის მახლობლად  რუსი ოკუპანტების  სამეთაურო პუნქტს გაუხსნეს ცეცხლი.

იერიშის დროს  გერასიმოვი სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა. იგი დაჭრილია, ხოლო მისი პირადი მცველი გენერალ-მაიორი ალექსეი სიმონოვი ლიკვიდირებლი.

გერასიმოვთან ერთად  სამეთაურო პუნქტში 40-მდე სამხედრო  პირი  იმყოფებოდა. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით დაღუპულია 20.  

28 აპრილს უკრაინული მედია წერდა, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იზიუმში ჩავიდა, რათა ქალაქზე შეტევისთვის პირადად ეხელმძღვანელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი