ანჯელინა ჯოლი უკრაინაში ჩავიდა

01 მაისი 2022, 11:16 931 ნახვა

ჰოლივუდის მსახიობი იუნისეფის კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.  მან ქალაქ ლვოვის სამედიცინო დაწესებულებაში კრამატორსკის დაბომბვის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა.  

ანჯელინა ჯოლი ასევე მივიდა სკოლა-ინტერნატში, ესაუბრა აღსაზრდელებს და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო.

კინოვარსკვლავი გაესაუბრა მოხალისეებს, რომლებიც სამედიცინო-ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ ადამიანებს ლვოვის მთავარ რკინიგზის სადგურზე. მათ მადლობა გადაუხადა  გაწეული შრომისთვის, ესაუბრა ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს აქტიური საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიებიდან თავის დაღწევა, მოისმინა ევაკუირებულთა ისტორიები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი