პროფესიული ახალი წელი. ყოველი წლის 31 დეკემბერს მედიკოსები, სასწრაფოს, სახანძრო - სამაშველოს, საპატრულოს ბრიგადები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. ამჯერადაც, ახალი წლის დადგომას სამსახურში შეხვდნენ სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები. მათი ინფორმაციით, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ პერიოდში, განსაკუთრებით გაზრდილია გამოძახებების რიცხვი. ახალი წლის ღამეს საგანგებო პირობებში უწევთ მუშაობა ჟურნალისტებსაც. ისინი დღესასწაულს გადაღებებზე ხვდებიან.