აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია ესტონეთში

29 აპრილი 2022, 11:19 1218 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას  ბალტიისპირეთში განაგრძობს. ვილნიუსის შემდეგ აჭარის ტურისტული პროდუქტები ესტონელ ტუროპერატორებს გააცნეს.

ტალინში გამართულ შეხვედრას  60-მდე ადგილობრივი და ქართული ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი დაესწრო. გაიმართა პრეზენტაცია აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე საქმიანი ტურიზმის მიმართულებით საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა ტუროპერატორებმა საქართველოში ესტონელი ტურისტების ჩამოყვანის, ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებისა და ესტონეთში საქართველოს პოპულარიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.

ღონისძიებას საქართველოს ელჩი ესტონეთში არჩილ ყარაულაშვილი და ავიაკომპანია “Air Baltic“-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი