საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით გაუქმებულია სალომე ჯაშის ფილმ "მოთვინიერებას" ჩვენებები თბილისში. ჩვენებები კინოს სახლში იყო დაგეგმილი და როგორც რეჟისორი ამბობს, მათი გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსია. ამის შესახებ სალომე ჯაშმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"მიზეზი, რომელიც კინოაკადემიის დირექტორს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ჰყოფს".
მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა." - წერს რეჟისორი.
სალომე ჯაშის ფილმი "მოთვინიერება" ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ ბაღზეა, სადაც ხეები საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან გადაიტანეს.
ფილმი კინოცენტრის დაფინანსებით არის გადაღებული და ის სამი ქვეყნის – შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს კოპროდუქციაა.